რესტორანი "Atrium"-ი გაიხსნა 2015 წლის 15 მაისს. რესტორანი "Atrium"-ი გამოირჩევა უნიკალური დიზაინით და მყუდრო გარემოთი.
"Atrium"-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული კერძები, ასევე უგემრიელესი სტეიკები და პიცები.
რესტორანს გააჩნია საზაფხულო ვერანდა. გაგრილების საზაფხულო სისტემა უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს.
რესტორანში ასევე შეგიძლიათ დაგეგმოთ კორპორატიული ღონისძიებები და ქორწილები.

ხარისხი - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია!
 
P.S.  რესტორანში მოქმედებს AGE CONTROL/ასაკობრივი შეზღუდვა.
რესტორანი არ იღებს შეკვეთებს 18 წლამდე ასაკის პირებისგან.
22 წლამდე პირებზე ალკოჰოლური სასმელები არ გაიყიდება.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენთან მოქმედებს
ე.წ დრეს-კოდი, რესტორნის დარბაზში სპორტული ტანსაცმელითა
და შორტებით ვიზიტი დაუშვებელია, ტერასაზე მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება.
სამუშაო საათები: ყოველდღე
მიღების საათები: 12:00 საათიდან - 00:00 საათამდე
რესტორანი მუშაობს: 12:00 საათიდან - 01:30 საათამდე.
შეგიძლიათ ისარგებლოთ "Glovo"-ს და "Wolt"-ის ადგილზე მიტანის სერვისით.